„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა,გიგი უგულავამ განაცხადა: “„ნაციონალურ მოძრაობაში” არ დავბრუნდები, ვრჩები „ევროპულ საქართველოში“.
„ჩემი პასუხია არა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ვიქნები. მე არანაირი თანამდებობრივი ამბიციები და მიზნები არ გამაჩნია. მე ვარ და ვრჩები „ევროპულ საქართველოში“. იმედია გიგა ბოკერია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც პარტიას განახლების შესაძლებლობას მიცემს. არანაირად სხვა პარტიაში გაწევრიანებას არ ვაპირებ პოსტბიძინურ ეპოქაში. შესაბამისად, მადლობა ყველას გულუხვი წინადადებებისთვის, მაგრამ მე ამ საკითხს არ განვიხილავ“, – განაცხადა უგულავამ.