გასული წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა 3 298 რუსს მიენიჭა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს.

სტატისტიკა იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს, ამის შემდეგ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა, საიდანაც ვიგებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს.

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 693 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 335 მიმართვა, ამჟამად განხილვაშია – 1384 მიმართვა, შეჩერებულია 29 მიმართვა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share