საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ერთპარტიული შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა.
ერთპარტიულ არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 185 056-ია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, 45 285-მა ამომრჩეველმა (24.47%) უკვე დააფიქსირა არჩევანი. ამასთან, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერში დაფიქსირდა, რაც შეადგენს 41,4 %-ს.
შეგახსენებთ, 10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა, ამიტომ პროცესში მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატები მონაწილეობენ.
მხოლოდ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში, პოლიტიკურ გაერთიანება “თავისუფალ საქართველოს” ბესიკ წულეისკირი ჰყავს წარდგენილი.