2022 წელს, მსოფლიო ბედნიერების ინდექსში საქართველო 105-ე ადგილზეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა, რომ რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მე-5 წელია უცვლელად ფინეთი იკავებს.
ქვეყნის ბედნიერების ინდექსი შემდეგი კრიტერიუმებით დგინდება: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერის სისტემა, სიცოცხლის ხანგრძლივობა. ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების თავისუფლება, კეთილშობილება, კორუფციის აღქმა.
ბედნიერების რეიტინგის პირველი ათეული ასეთია:
1. ფინეთი (7.821)
2. დანია (7.636)
3. ისლანდია (7.557)
4. შვეიცარია (7.512)
5. ნიდერლანდები (7.415)
6. ლუქსემბურგი * (7.404)
7. შვედეთი (7,384)
8. ნორვეგია (7.365)
9. ისრაელი (7,364)
10. ახალი ზელანდია (7.200)
რეიტინგში ბოლო პოზიციებს შემდეგი ქვეყნები იკავებენ:
137. ზამბია (3.760)
138. მალავი (3.750)
139. ტანზანია (3.702)
140. სიერა ლეონე (3.574)
141. ლესოტო* (3.512)
142. ბოტსვანა* (3.471)
143. რუანდა* (3.268)
144. ზიმბაბვე (2.995)
145. ლიბანი (2.955)
146. ავღანეთი (2.404)
ცნობისთვის, 2021 წლის მსოფლიოს ბედნიერების ინდექსში (WHR) 149 ქვეყანას შორის საქართველო 108-ე ადგილზე იყო.