“ალტ ინფო” – ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი სიკვდილით უნდა დაისაჯონ

“ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი სიკვდილით უნდა დაისაჯონ”

ეს განცხადება ალტინფოს ოზურგეთის ოფისის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს გააკეთა.

ლომთაძე მიიჩნევს, რომ ასეთი ადამიანებისათვის ქვეყანაში სიკვდილით დასჯა უნდა აღდგეს.

ლომთაძე ჟურნალისტებთან სასაუბროდ ოფისიდან მას შემდეგ გამოვიდა, როცა ოფისის წინ ადგილობრივი მოქალაქეები ალტინფოს როგორც ანტიდასავლური და კრემლური დაჯგუფების წინააღმდეგ აქცია პერფორმანს მართავდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share