ავთანდილ თალაკვაძის საახალწლო “საჩუქარი”-მერიაში საკადრო წმენდა დაიწყო

ოზურგეთის ახალმა მერმა, ყოფილი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ დანიშნული კადრების სამსახურებიდან დათხოვნის პროცესი დაიწყო.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მერიიდან და სხვადასხვა ა(ა) იპი-დან ათამდე პირს გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საახალწლოდ, 31 დეკემბერს,  გაუგზავნეს.

თემურ ჭანუყვაძე, მერაბ ჭელიძე, შოთა ქილიფთარი, ქეთევან ვადაჭკორია და კიდევ რამდენიმე ადამიანი ახალი წლიდან უმუშვართა რიგებს მხოლოდ იმის გამო შეუერთდა, რომ მათ ადგილზე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ნდობით აღჭურვილი პირები დაასაქმონ. ის ადამიანები, რომლებმაც წინასაარჩვნოდ განსაკუთრებით გამოიდეს თავი, ავთანდილ თალაკვაძისა და “ოცნების” სასარგებლოდ.

როგორც ოზურგეთის მერიიდან კარგად ინფორმირებული წყარო “გურიის მოამბეს” უყვება-  “ჩვენ  გავიმარჯვეთ და კოტე შარაშენიძის კადრებმა უნდა იმუშაონ”-ო?-უბრძანებია დავით დარჩიას.

რაც შეეხება მერს, თალაკვაძეს, მას თურმე საახალწლოდ სახლში გაშვებულ თანამშრომელთა საჭიროება ვერ დაუნახავს და სწორედ ამიტომ-“მათ ისინი ჩანაცვლებენ, ვინც “ოცნების”-თვის საჭირო და მისაღებ კადრებად მოიაზრებიან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share