ამ სქრინს დიდი ისტორია აქვს და შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ
მე და ქრისტი 2017 წლის აგვისტოში დავქორწინდით , დედა იმავე წლის აპრილში გარდაეცვალა , ხოლო მამა 2018 წლის იანვარში , მაშინ როცა დამიანეზე 3 თვის ორსული იყო , დარჩა ერთადერთი ბებია , რომელიც ასევე გამოგვაკლდა , მაშინ როცა დამიანე 1 წლის იყო , ასე და ამგვარდა დარჩა სრულიად მარტო ჩემს და დამიანეს ანაბარა . დედაჩემი საზღვარგარეთაა , ჩემი და სულ მუშაობს , მამაჩემიც ასევე , ჩვენ ცალკე ვცხოვრობთ და მოკლედ ჩვენთვის 2017 წლიდან აგერ უკვე 2022 წელი ისე მოვიდა რომ დამიანეს გარეშე ჩვენს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება , ყველგან სადაც მივდივართ ყველგან დაგვყავს და ეს რათქმაუნდა ბავშვისთვია კარგია , მაგრამ ჩვენთვია რეალურად არ არსებობს თავისუფალი წამი , აი ფეხი-ფეხზე რო გადაიდებ და არაფერი რო განაღვლებს ..
სამსახურში რომ ვარ ხოლმე ერთი სული მაქვს მალე გავიდეს დრო და მალე მივიდე სახლში რომ ქრისტის რაღაცნაირად შევუმსუბუქო ხოლმე მდგომარეობა , ვინაიდან წინაზე ერთხელ დავიტოვე დამიანე ერთი დღით და მივხვდი თუ რა შრომას დებს დედა შვილის გაზრდაში , მამაკაცებს რო გგონიათ ( ზოგზოგიერთებს) რო ქალია და ბავშვი უნდა გაზარდოს და სახლი უნდა ალაგოს , ეგრე არ არის , იმიტომ რომ ბავშვის გაზრდა ( მხედველობაში მაქვს სწორად გაზრდა და არა ის ტელეფონს რო მიაჩეჩებენ და აბა შენ შენთვის და მე ჩემთვისო ) რეალურად 10 ჯერ და 100 ჯერ უფრო დამღლელია ვიდრე თუნცდაც თქვენი ყოველდღიური ფიზიკური შრომა
მეც და ქრისტიც ეგრე ვართ , სადმე რო მიდის და მე ვიტოვებ დამიანეს სულ ნერვიულობს , ჰგონია რო ამით რამეს აშავებს და ასევე ვარ მეც , თუნდაც ფეხბურთის სათამაშოდ რო მივდივარ სინდისი მქენჯნის ხოლმე , მგონია რო უმჯობესი იქნებოდა თუ იმ დროს ჩემს ოჯახთან ერთად გავატარებდი და მოკლედ ამ ფიქრებით აღარავართ აღარც მე და აღარც ქრისტი
დღეს პირველად ამ 5 წლის განმავლობაში მიდიოდა მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ და წუხელ მთელი ღამე ნერვიულობდა , ვერ იძინებდა ,.დილას გამაღვიძა ცუდი დედა ხომ არ ვარო , ხოდა მე კიდე დილას ასეთი შეტყობინება გავუგზავნე
ბავშვი მარტო დედისთვის არ იბადება და ცოლი მარტო იმიტო არ მოგყავთ რო ფეხზე ნასკი გაგხადოთ , ბავშვიც უნდა დაიტოვოთ , საჭმელიც უნდა აკეთოთ და სახლიც უნდა დაალაგოთ თუ ამის საჭიროება იქნება
მთელი დღე ვთამაშობდით მე და დამიანე , მერე ცოტა გავასეირნე , ეზოში ვათამაშე , ახლა ამოვიყვანე და დავაძინე , საჭმელი 5 ჯერ ვაჭამე , სახლი დავალაგე , ჭურჭელი დავრეცხე და ახლა ლუდს მივირთმევ -წერს SSC Napoli Georgia