ლანჩხუთელი ექიმი-კარდიოლოგი დალი ქანთარია კორონავირუსით გარდაიცვალა

“შენ მუდამ დარჩები ღირსების, კეთილშობილების და პროფესიონალიზმის სიმბოლოდ” – ლანჩხუთელი ექიმი-კარდიოლოგი დალი ქანთარია გარდაიცვალა
ცნობილი კარდიოლოგი მძიმე სენს ებრძოდა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დალი ქანთარია ბოლო დრომდე აქტიური იყო სოციალურ ქსელში. მას ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა.
“შენთან ურთიერთობა მართლაც რომ უდიდესი ფუფუნება და სიამოვნება იყო… არა მხოლოდ ექიმთან, არამედ, როგორც ადამიანთან, რომელსაც შეეძლო ბოლომდე გაეთავისებინა სხვისი სატკივარი და ასევე ბოლომდე დახარჯულიყო სხვისთვის. მადლობა ყველა იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის უანგაროდ გიკეთებია. მადლობა ჩემს მშობლებზე გაწეული შეუფასებელი ამაგისთვის. შენ ჩვენთვის მუდამ დარჩები სიმბოლოდ ექიმობის, ღირსების, კეთილშობილების და პროფესიონალიზმის” – წერს სოციალურ ქსელში მანანა ჩხიაძე.
გურია თუდეი / guria today

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share