კრემლის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ეხმიანება და ამტკიცებს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, როცა კრიტიკულ სიტუაციებში, როდესაც იურიდიული ნორმები თავის ფუნქციებს ვერ ასრულებენ, მათი დარღვევა სამოქალაქო დაპირისპირებაზე უარესი ვერ იქნება.
”ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ომში გავიმარჯვებთ, მაგრამ ძმების წინააღმდეგ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ახლა ბევრს ლაპარაკობენ პრიგოჟინზე, რომ როგორ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, როგორ წავიდა ბელარუსში, რომ ეს იურიდიული ნორმების დაცინვაა, მინდა გითხრათ, რომ იურიდიული ნორმები ქრისტეს მცნებები არ არის და იურიდიულ ნორმებს ადამიანები წერენ და როცა კრიტიკულ სიტუაციებში იურიდიული ნორმები თავის ფუნქციებს ვერ ასრულებენ და არჩევანი დგება ცუდსა და საშინელებას შორის, იურიდიული ნორმების დარღვევა ვერ იქნება სამოქალაქო დაპირისპირებაზე უარესი, – თქვა მარგარიტა სიმონიანმა. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ “ვაგნერის” დაჯგუფება რუსეთის პრეზიდენტს აუჯანყდა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის გახორციელება დააანონსა. ვაგნერელები მოსკოვთან 200 კმ იყვნენ, როდესაც საქმეში ბელარუსის პრეზიდენტი ჩაერთო. ალექსანდრ ლუკანშენკომ ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებები აწარმოა, რის შემდეგაც პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ წასვლა გადაიფიქრა და ვაგნერელები გზიდან უკან გაატრიალა. სანაცვლოდ, რუსეთის პრეზიდენტმა პრიგოჟინს ხელშეუხებლობა აღუთქვა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. ”