სახელმწიფო რისთვის არის?! იმისთვის, რომ ყველა მოვლენა გააანალიზოს – კობახიძე შოვზე

”როცა მძიმე სტიქიური მოვლენა ხდება, რა თქმა უნდა საჭიროა საფუძვლიანი ანალიზი… უნდა გაანალიზდეს ყველაფერი – სახელმწიფო რისთვის არის?! სახელმწიფო არის იმისთვის, რომ ყველა მოვლენა გააანალიზოს და ამის საფუძველზე გადადგას სამომავლო ნაბიჯები ყველა მიმართულებით – იგივე უსაფრთხოება იქნება, თუ ასე შემდეგ. მაგრამ პირველ რიგში მთავარია გაკეთდეს ობიექტური ანალიზი – რა იყო იგივე სტიქიური მოვლენის მიზეზი, როგორ შეიძლებოდა ამის წინასწარ გათვლა და შეიძლებოდა თუ არა გათვლა – თუ არ გაქვს სიღრმისეული ანალიზი, დასკვნებს ვერ გამოიტან. როგორც კი ეს ემოციური ფონი გადაივლის, როგორც კი სამძებრო სამუშაოები დასრულდება, ამის შემდეგ რა თქმა უნდა საფუძვლიანად, რაციონალურად უნდა გაანალიზდეს ყველაფერი და ამის საფუძველზე უნდა გამოვიტანოთ დასკვნები. ნუ ვიღაცები ჩქარობენ… მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ნებისმიერი მოვლენიდან გამოიტანოს დასკვნები, სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე” –

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდეა გაზრდილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share