”ეს არის თბილისი-ოზურგეთის მატარებელი, აუტანელი და გაუსაძლისი პირობებით”

სოციალური ქსელის მომხმარებელი სოფი გოგიაშვილი თბილისი-ოზურგეთის მატარებლის აუტანელი პირობები შესახებ წერს:
”ეს არის თბილისი-ოზურგეთის მატარებელი, ორმაგი შუშებით და პაწაწინა გადმოსაღები რამდენიმე ,, ფორთოჩკით” დერეფანში.
41 გრადუს სიცხეში გვამგზავრა Georgian Railway -მ კონდენციონერ გათიშულ კუპეებში მჯდომი ხალხი, უბრალოდ წარმოიდგინეთ 9 საათი დახურული სივრცე,  41 გრადუსი სიცხე.
პირობები აუტანელი გაუსაძლისი, რამდენიმეჯერ ვიფიქრე, რომ რომელიმე გაჩერებაზე ჩამოვიდოდი და ტაქსით გავაგრძელებდი გზას, ჩემს სიცოცხლეში მსგავსი მძიმე მდგომარეობა არ მქონია, სულ გასაწურები ვიყავით და ერთი და ორი კიარა 9 სთ….
ჰო კი მოვითხოვეთ, მაგრამ ფრეონი არ გვაქვსო.
თქვენზე უპასუხისმგებლო კომპანია არ მახსენდება…
სანამ ძალიან კარგად არ გადაამოწმებთ, ისე არ გაბედოთ მატარებელში შესვლა.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share