“ოცნება” ამბობს, რომ ჯერ არაფერი იციან საქართველოს ყოფილის გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქცირებაზე და კითხვას გაურბოდნენ – ასეთია მმართველი გუნდის პირველი რეაქცია.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა შემდეგში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არავინ არ დაასანქცირებს.
“ფარცხალაძის არ ვიცი და ბატონ ბიძინას, რა თქმა უნდა, არ დაასანქცირებს არავინ” – ამბობს დავით სონღულაშვილი.
სანქცირებულია ოთარ ფარცხალაძე. აშშ-მა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრს სანქციები დაუწესა, მიზეზი რუსეთთან მჭიდრო კავშირებია. ფარცხალაძე შავს სიაში სწორედ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად მოხვდა.
სანქციების სიაში ოთარ ფარცხალაძე რუსული და ქართული პასპორტებით არის შეყვანილი, რაც ადასტურებს ინფორმაციას, რომელსაც ტვ პირველის გუნდი ჯერ კიდევ თვეების წინ გიყვებოდათ, რომ ფარცხალაძეს რუსული პასპორტი ჰქონდა.
სანქციები ჯამში დამატებით 150 პირს შეეხო.
ფარცხალაძე ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, ყოფილი გენერალური პროკურორი და შემდეგ ივანიშვილის შავი საქმეების უპირობო შემსრულებელი იყო, რომელსაც უდიდესი გავლენები ჰქონდა, დღეს პუტინის პირდაპირ მოკავშირედ გამოაცხადეს.