კახა კალაძემ, IRI-ის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგზე საუბრისას განაცხადა, რომ კვლევის შედეგების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, რადგან ისინი არჩევნების შედეგებისგან რადიკალურად განსხვავდება ხოლმე:
„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევები, ამის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, მოყოლებული 2012 წლიდან, არაერთი კვლევა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, ყველა არჩევნების წინ, როდესაც ხდებოდა მონაცემების გამოყენება და შემდეგ რა შედეგებით სრულდებოდა არჩევნები და ეს, რა თქმა უნდა, ამ კვლევების მიმართ ნეგატიურად განმაწყობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.