“ბიჭები თვითდაზიანებებს იყენებენ, რომ შეშლილი კადიროვის დავალებას თავი აარიდონ”

“კა­დი­რო­ვის ახა­ლი ეტა­პი უკ­რა­ი­ნის სა­საკ­ლა­ო­ზე”, – ასე ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ჩეჩ­ნე­თი­დან კი­დევ ერთი “მო­ხა­ლი­სე­თა” ჯგუ­ფი წას­ვლას. ახა­ლი ნა­კა­დის წას­ვლის შე­სა­ხებ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

“კა­დი­რო­ვე­ლე­ბის” “ტიკ-ტოკ” ან­გა­რი­შებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი, მათ შო­რის, რამ­ზა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა­საბ­რძო­ლო პი­რო­ბებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან იპყრობს ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცეს.

მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თვა­ლის ასახ­ვე­ვად, ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ და ხან ცა­რი­ე­ლი შე­ნო­ბის შტურ­მით ასა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბი­ან და ხან კი, “ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბის” ვი­დე­ო­ებს იღე­ბენ, სა­დაც ისიც ჩანს, რომ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ია­რაღ­საც ვერ ფლო­ბენ.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, კა­დი­რო­ვი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც აქ­ვეყ­ნებს ვი­დო­ებ­სა და მი­მარ­თვებს, სა­დაც ჩე­ჩე­ნი “მო­ხა­ლი­სე­ე­ბის” როლს ისე წარ­მო­ა­ჩენს, რო­გორც “ყოვ­ლის­შემ­ძლე სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფის”, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს “გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ და გაწ­მენ­დით ოპე­რა­ცი­ებ­ში, სამ­ხედ­რო შტურმ­ში, ან აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბი­ან სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ას”.

უკ­რა­ი­ნის მხა­რეს იბ­რძვი­ან ის ჩეჩ­ნე­ბი, რო­მელ­თაც ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს, უდი­დე­სი და­ნა­კარ­გი ნა­ხეს, სა­ბო­ლო­ოდ კი, რეს­პუბ­ლი­კის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წი­ათ. მათ კრემ­ლი და პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი კა­დი­რო­ვი, “სე­პა­რა­ტის­ტებს” უწო­დე­ბენ. ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნას თავ­დაც­ვა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი ჩე­ჩე­ნი ლი­დე­რის, აჰ­მედ ზა­კა­ე­ვის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნა­ში ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბი 2014 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბი­ან და უკ­რა­ი­ნის დონ­ბა­სის რე­გი­ონ­ში, რუ­სულ ძა­ლებს და რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ სე­პა­რა­ტის­ტებს უწევ­დნენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

პუ­ტი­ნის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი მათ “მო­ღა­ლა­ტე­ებს” უწო­დებს და ემუქ­რე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი მისი ძა­ლე­ბი და­ხო­ცა­ვენ და მათი ოჯა­ხის წევ­რებს გა­უს­წორ­დე­ბი­ან. მი­სი­ვე თქმით, “თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას სიკ­ვდი­ლი ყვე­ლა მუ­სულ­მა­ნის­თვის დიდი პა­ტი­ვია. ყვე­ლა მათ­გან­მა სრუ­ლი მომ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რა გუ­დერ­მეს­ში, რუ­სე­თის სპეც­რაზ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას ას­წავ­ლიდ­ნენ”, – თქვა კა­დი­როვ­მა კი­დევ ერთი და­ნა­ყო­ფის უკ­რა­ი­ნა­ში გა­მომ­გზავ­რე­ბის წინ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, kavkaz-uzel.eu ავ­რცე­ლებს.

თუმ­ცა kavkazr.com-ის ცნო­ბით, “კა­დი­რო­ვე­ლე­ბის” ფუნ­ქცია უკ­რა­ი­ნა­ში მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ში­ნე­ბა, და­წი­ო­კე­ბა და ძარ­ცვაა და სწო­რედ “ამ საქ­მის შეს­რუ­ლე­ბი­სას” იხო­ცე­ბი­ან. 23 აპ­რილს კი­დევ ერთი ნა­კა­დის უკ­რა­ი­ნა­ში გაშ­ვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

“ბი­ჭე­ბი თვით­და­ზი­ა­ნე­ბებს იყე­ნე­ბენ, რომ ამ შეშ­ლი­ლის და­ვა­ლე­ბას თავი აა­რი­დონ. ზოგს ფეხი აქვს მო­ტე­ხი­ლი, ზოგს ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და. ყვე­ლამ ვი­ცით რა სა­ზღა­უ­რი მი­ი­ღეს სი­ცო­ცხლის ფა­სად, უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებ­მა, ბი­ნის, ან სამი მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ნაც­ვლად, ზეთი და მა­კა­რო­ნი მი­ი­ღეს… ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­ზე მყო­ფებს და­ვა­ლე­ბა აქვთ, ნე­ბის­მი­ერ დროს მო­უ­ყა­რონ თავი მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუფს, თო­რემ იცი­ან ძვი­რად და­უჯ­დე­ბათ”, – წერს ინ­ტე­ნერ­ტმომ­ხა­რე­ბე­ლი “ჰა­სან ბელი” სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“პუ­ტინს შეჰ­პირ­და, ძა­ლი­ან მალე ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც თქვენ გინ­და­თო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ასე არაა. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი კი, იქ სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად მიჰ­ყავთ, ვინც ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომს გა­და­ურ­ჩა, ახლა უნდა გა­მოხ­ში­რონ, თო­რემ ხომ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას კა­დი­რო­ვის ხუშ­ტუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ მო­უნ­დეს და დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნას?!”, – წერს “ამი­ნა სა­ფა­რი”.

“ვი­თომ სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის კურსს გა­დი­ან და სი­ნამ­დვი­ლე­ში ლო­მის ხა­ხა­ში, გა­მო­უც­დელ ბი­ჭებს უშ­ვე­ბენ. რა თქმა უნდა, ხმას ვე­რა­ვინ იღებს, ამის გაკ­რი­ტი­კებ­საც ვერ ვბე­დავთ, რომ “კა­დი­როვ­ცე­ბი” კვალ­ში არ ჩაგ­ვიდგდნენ. ამას წი­ნათ, ერთ ოჯახ­ში ერ­თდრო­უ­ლად ორი ბიჭი ჩა­მო­ას­ვე­ნეს, თუ­თი­ის კუ­ბო­თი, ნაფ­ლე­თე­ბად ქცე­უ­ლი. ასე ჩუ­მად, პრო­ტეს­ტის გა­რე­შე სხვის ომში ვი­ხო­ცე­ბით, სრუ­ლი­ად უაზ­როდ”, – წერს “კა­რიე-ჰარ­ბე­რი.”

“მაგ­რამ ვნა­ხავთ, ღმერ­თი ვის მხა­რეს დად­გე­ბა… 200 ადა­მი­ა­ნი გა­უშ­ვეს, მათი უმე­ტე­სო­ბა ჩე­ჩე­ნია. უმა­რი, რო­მე­ლიც მზად იყო “აჰ­მად-ჰა­ჯის” გზა­ზე მომ­კვდა­რი­ყო, ასე­ვე, მუფ­ტის გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი, ან კა­დი­რო­ვის ერ­თგუ­ლე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად რიგ­ში მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის სია დამ­თავ­რდა, ამი­ტომ ხალ­ხი სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან მოჰ­ყავთ. პირ­ველ და­ნა­კარ­გებ­ზე უკვე სა­უბ­რობს “წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, 30 ადა­მი­ან­ზე მეტი ამოც­ნო­ბი­ლია, და­ნარ­ჩე­ნის ინ­დენ­ტი­ფი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხალ­ხი ცდი­ლობს რუკა მო­ი­პო­ვონ, რათა ამის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში და­კარ­გუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე გა­ი­გონ. კა­დი­რო­ვი კი, მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვას აღი­ა­რებს”, – წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ambebi.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share