BP უარს ამბობს თავის აქციებზე რუსეთის ნავთობის გიგანტ „როსნეფტში“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, BP „როსნეფტის“ აქციების 20%-მდე ფლობს.
„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის აგრესიის აქტი, რომელსაც აქვს ტრაგიკული შედეგები მთელ რეგიონში. BP რუსეთში 30 წელზე მეტია ოპერირებს, თუმცა ეს სამხედრო ქმედება ფუნდამენტურ ცვლილებას წარმოადგენს. „როსნეფტთან“ თანამშრომლობა უბრალოდ არ შეიძლება გაგრძელდეს“, – განაცხადა BP-ის თავმჯდომარემ ჰელგე ლუნდმა.