„უკრაინელების შეშინება უშედეგოა. ჩვენი დამცველების გატეხა არ გამოვა, ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „ფეისბუკზე“ წერს.
„თავდაცვის 85 საათი. უკრაინელების შეშინება უშედეგოა. ჩვენი დამცველების გატეხა არ გამოვა, მით უმეტეს, ვერ გვაიძულებენ, ჩავაბაროთ დედაქალაქი. წარმოუდგენლად რთული საათებია, თუმცა, ეს გაივლის. ზეგ უკვე გაზაფხულია. უკრაინა გაიმარჯვებს, ის უკვე იმარჯვებს! ჩვენს მიწაზე მოსული მტერი ცნობილი მიმართულებით წავა. ამიტომ ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის“, – წერს რეზნიკოვი.