”რუსებმა დროზე თუ არ დაიწყეს ოპერაცია “ვალკირიას” რუსული ვერსია, განახლებულ სსრკ-ში კი არა ალექსანდრე ნეველის ეპოქაში გადაიყვანს მალე მათი შეშლილი პრეზიდენტი, ისეთი პირი უჩანს.
მიკროსქემების გარეშე მალე ლულაში გახედვით მოუწევთ დამიზნება იმ იარაღის, რაც შერჩათ.
რუსების მიმართ სიმპათიის გამოხატვა უკვე სირცხვილი გახდა. ამას თუ მოვესწრებოდი ამერიკაში, ვერასოდეს ვიფიქრებდი. ყველა ამერიკულ კინოფანტაზიაში რუსეთი პლანეტარული კოალიციის შემადგენლობაში მოიაზრებოდა და დღეს მთელი მსოფლიო პრაქტიკულად აღდგა მათ წინააღმდეგ. წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ზარალი მიაყენა რუსებს პუტინმა; დაუჯერებელი. მსოფლიოს ყველა პროგრესული ქვეყანა ერთმანეთს ეჯიბრება რუსეთის ჩაქოლვაში.
მთელი პლანეტა უკრაინის ვალშია.” – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.