ამ წუთებში, ბათუმის შესასვლელ ცენტრალურ გვირაბში მოძრაობა პარალიზებულია. ავტომობილების მძღოლებო და მგზავრები საათზე მეტია გვირაბში არიან გაჩერებულები და არც იციან როდის მოახერხებენ გასვლას
არსებული ინფორმაციით, შუადღით, ავტობანზე სატვირთო ავტომობილები მოცურდა და გზა ჩაიკეტა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.
ასევე,გადაუღებლად თოვს ბათუმში . ადგილობროვი ხელისუფლების განმარტებით გზები ინტენსიურად იწმინდება, თუმცა, თუ ცენტრალურ გზაზე არსებული მდგომარეობით ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ ბათუმში, 10 სანტიმეტრიან თოვლს მოუმზადებლები შეხვდნენ, რის გამოც, ასობით ადამიანი თოვლსა და ყინვაში გზაზეა გაჩერებული და გადაქდგილებას ვერ ახერხებს.