ჩემი და დედაჩემის დიალოგი: -რას შვება ის ბიჭი შიმშილობს?!”- თაკო ჩარკვიანი

პარლამენტის წევრი და პუბლიცისი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემი და დედაჩემის დიალოგი:
-რას შვება ის ბიჭი შიმშილობს?! ( ის ბიჭი ანუ პრეზიდენტი)😊
-კი დე …22-ე დღეა.
– აცნობეთ მსოფლიო თანამეგობრობას, დიპლომატებს?!
– კი დე სერიოზული გამოხმაურებებია ევროპარლენტარებისგან..
-მაშინ მხოლოდ ერთი დარჩა ..
-რა არის ის “ერთი” ?!( ვეკითხები 86 წლის დედაჩემს)
– ხალხი – ეს ერთადერთია და ეს რაოდენობას სულაც არ ნიშნავს
– რაოდენობაც მნიშვნელოვანია დე( ვეუბნები)
– მე ხალხი გითხარი თაკო და არა “ბრბო”, ხალხი არასოდეს არის ბევრი ( მიპასუხა 86 წლის ირმა ჩხეიძემ) და გააგრძელა : მრავალი წელია უსამართლობა სუფევს და ამ ახალგაზრდა პრეზიდენტის დასჯით რუსეთს ნუ გავახარებთ , ნუ დავამცირებთ საქართველოს…….
ჩემთვის ვფიქრობ ახლა და მეცინება…ამის ანუ დედაჩემის გაზრდილი კიდევ კარგად ვარ, სიზმარში ” სპარსელების შემოსევას რომ არ ვხედავ”- წერს ჩარკვიანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share