Makvali – https://www.facebook.com/
ნიდერლანდები – ყველაზე საინტერესო მაგალითი საქართველოსთვის. 2018 წელს სოფლის მეურნეობიდან მიიღო თითქმის 100 მლრდ. ევროს შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიით საქართველოზე უფრო პატარაა, ნიდერლანდებს უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში (აშშ-ის შემდეგ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში.
საექსპორტო პროდუქციიდან ყველაზე მეტად ნიდერლანდებიდან გადის ხილი და ბოსტნეული.
ნიდერლანდური საიდუმლო სწორ აგრარულ პოლიტიკაშია, რომელსაც უპირველესად აყალიბებენ მეცნიერები და ექსპერტები, და არა სამეტყველო ჟანრის პროფესიონალები პარლამენტში. ჰოლანდიაში ფუნქციონირებს ვაგენინგენის უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობდა ევროპის პრაქტიკულად მთელი „აგრარული ელიტა“. სწორედ უნივერსიტეტების წიაღიდან დაიწყო ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის განვითარება.
2000 წლიდან ნიდერლანდელი ფერმერები პესტიციდებს თითქმის არ იყენებენ. 2009 წლიდან კი ანტიბიოტიკების გამოყენება შეამცირეს 60%-ით.
აგრარულ სფეროს უკავია მშპ-ს 10% და მასში დასაქმებულია 660 ათასი ადამიანი. ნიდერლანდელი ფერმერები აწარმოებენ საშუალოდ 2,5-ჯერ მეტ საკვებ პროდუქტს 1 ჰექტარზე, ვიდრე ევროპის სხვა ფერმერები. სწორედ მათი წყალობით, ნიდერლანდებს უკავია მსოფლიოში მეორე ადგილი აღნიშნულ სფეროში (ტერიტორიის გათვალისწინებით კი პირველი).
ამასთან, ნიდერლანდებში ყველაზე ჯანსაღი და ხარისხიანი საკვებია მსოფლიოში. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ ქვეყანაში იყენებენ ყველაზე მეტ ორგანულ სასუქს და უარს ამბობენ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე.