რუსეთის აპლოდისმენტები “ქართულ ოცნებას” – “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მამრთველი პარტია საზოგადოებას თავს აჩვენებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, ძალიან დროულად მოუსწრებთ ხოლმე განცხადებები მოსკოვიდან.
“რუსული ოცნება” ადგილზე სირაქლემას პოზაში არიან, უნდათ, რომ ქართველ ხალხს თავი მოაჩვენონ, თითქოს დასავლური ცივილიზაციისკენ მიდიან და ევროინტეგრაციის გზაზე, რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ ძალიან დროულად მოუსწრებთ ხოლმე განცხადებები მოსკოვიდან, რომელიც პირდაპირ ამხელს და პირდაპირ ამბობენ ამ შემთხვევაში სიმართლეს ის ადამიანები, თუ ვის და რას ემსახრუება დღევანდელი მმართველი პარტია საქართველოში”. – აცხადებს ცისკარიშვილი.
აპლოდისმენტები ქართულ ოცნებას. მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. მადლობას უხდიან, იმ გამბედაობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა გამოიჩინა და ანტირუსულ ისტერიას არ დაემორჩილა. გზავნილები მოსკოვიდან და “ქართული ოცნების” რიტორიკა ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ამბობენ, რომ ქართულ ოცნება ეროვნული ინტერესებით ხემძღვანელობს.
მოსკოვიდან გვაყვედრიან, რომ ქართული ეკონომიკის ზრდა რუსი ტურისტების დამსახურებაა. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-12 პაკეტს ამზადებს, ქართული ოცნების კეთილგანწყობას კრემლში განსაკუთრებით აფასებენ