“გენიოსები არიან ქოცები. ბოროტი გენიოსები.
სულ ახალი მოსულები იყვნენ, მანქანის სანომრე ნიშნები რომ შეცვალეს, გახსოვთ? აი, არანაირი საჭიროება არ არსებობდა ამის. უბრალოდ ადგნენ, შეცვალეს კანონი და ყველას აიძულეს ახალი სანომრე ნიშნის აღება. ამაში კი – ანუ არაფერში! – გააკეტეს ბეეეეეევრი ფული. გააკეთეს რა – ჩვენი ჯიბიდან ამოიღეს და თავის ჯიბეში გადაქაჩეს.
ახლაც იგივე ხდება. მიიღეს ახალი კანონი და საქართველოში არსებულ ყველა იურიდიულ პირს ავალდებულებენ, თავიდან უნდა დარეგისტრირდე და ამაში ფული თავიდან უნდა გადაიხადოო. ბევრი ფულიო. დიდ ფულს აკეთებენ ამაში. ისევ არაფერში ანუ. სრულიად არაფერში.
იმაში, რომ საათივით აწყობილი რეესტრი, 5 წუთში რომ გიშვებდათ, ახლა საბჭოთა ოვირს დაემსგავსა ისევ. იმაში, რომ რიგებია და ბარდაგი. იმაში, რომ იუსტიციის სახლთან ოდესღაც უფასო პარკინგი ვიღაცის კერძო კანტორას ჩააბარეს (რომელიმე თავისიანის იქნება), ვინც იქაურობა ელიავას ბაზრობას დაამსგავსა.
ისევ ჩვენი ჯიბეევიდან იღებენ და საკუთარ ჯიბეებში გადააქვთ ფული – ფული, რომელიც, ტრადიციულად, მათ რუსულ-კორუფციულ ინტერესებს ხმარდება და უბრალო ხალხის წინააღმდეგ მუშაობს.
ის მითი ხომ გახსოვთ, წინა ხელისუფლებაზე რომ ამბობდნენ – ბაზარი არაა, ბევრს აკეთებენ, მარა რად გინდა – ბიუჯეტს ჯარიმებით ავსებენო?
ხოდა, გაასამმაგეს ამათ ჯარიმები. გაახუთმაგეს ზოგ შემთხვევებში. მაგალითი:
მანქანის არასწორი პარკირება 10 ლარით ჯარიმდებოდა კალაძემდე. 10 ლარით. და ქოცები ლოყებს იხოკავდნენ სიტი პარკზე უსინდისო გოდებით.
ახლა 50 ლარია ეგ ჯარიმა. 5-ჯერ(!) გაზარდა კალაძემ. ხელფასი რამდენით მოგემატათ ამ პერიოდში? პენსია? უი, საერთოდ ხომ არ გაგიუფასურდათ, რაც გქონდათ, რუსების შემოდინებისა და ინფლაციის გამო?
მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა 60 ლარი ღირდა ადრე. და მაგის გადახდაც არ უნდოდათ – სასამართლოში დარბოდნენ ქოცები, გაჩერებული მანქანა თუ მოძრაობას არ აფერხებს, მხოლოდ 10 ლარით უნდა დააჯარიმო მძღოლი, სადგომზე გადაყვანა უკანონოაო.
ახლა 160 ლარია მანქანის გადაყვანა. და ყველა მანქანა გადაყავთ. წამებში.
ხოდა, რა უნდა თქვა, როცა ეს ყველაფერი იცი და როცა ეს ყველაფერი გახსოვს?
ღორები. ღორები. ღორები, სერ!
უსინდისო, რუსი ღორები.”
წერს სამოქალაქო აქტივისტი, ზაზა ბიბილაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე