ისრაელის უდაფრთხოების შეფი – ეს ჩვენი თაობის მიუნხენია – “გურიის მოამბის” მიმოხილვა

მომავალი კვირიდან უკრაინა მოკავშირეების დახმარებით მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას

პოლონეთმა უკრაინას საკუთარი წარმოების 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გადასცა და აპირებს კიდევ რამდენიმე ათეული ასეთი თვითმავალის გადაცემას

გავრცელებული ინფორმაციით კონფლიქტი უკრაინის ხელისუფლებასა და პოლონელ გადამზიდავ მძღოლებს შორის ამოწურულია-თავის მხრივ უკრაინა გაუხსნის საზღვრებს ამ გადამზიდავებს და ნებას დართავს ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტვირთების გადაზიდვის, მძღოლები კი მოხსნიან უკრაინა პოლონეთის საზღვარზე ბლოკადას

ახვათაშორის, როგორც ექსპერტები წერენ, 2022 წელს კანადა ამერიკის საზღვარზეც მსგავის ბლოკადა იყო კანადელი გრძელმარშრუტიანი გადამზიდავი მძღოლების -მაშინ აქა იქ საუბრობდნენ, რომ ამ ბლოკადას ხელი რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა შეუწყვეს

ესტონეთის მთავრობამ დაიწყო გაფრთხილებები რუსეთის მოქალაქეებისა, რომ რუსეთ ესტონეთის საზღვარი ნარვასთან დაიკეტება რაც პრობლემებს შეუქმნის ესტონეთში მყოფ რუს მოქალაქეებს და მოუწოდა მათ დროზე დაიჭირონ თადარიგი

საინტერესო განცხადება გააკეთა “შაბაკის”, ანუ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის შეფმა, მოდით ვცადოთ მისი ციტირება:

“ჩვენ მივიღეთ მითითება ჰამასის განადგურების შესახებ, ყველგან, იქნება ეს სექტორი ღაზა, იუდეა,სამარია, ლიბანი, ყატარი თუ თურქეთი. ეს ჩვენი თაობის მიუნხენია, ამ პროცესმა თუნდაც წაიღოს წლები, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა” – აცხადებს რონენ ბარი, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის შეფი.

ფრონტის ხაზი

კვლავ გრძელდება რუსთა უშედეგო შეტევები ავდეევკას მიმართულებით, ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ რუსებმა ერთი თვის განმავლობაში 10 ათას ჯარისკაცზე მეტი დაკარგეს და მხოლოდ 4 კვ, კილომეტრის აღება შეძლეს, რაც არაფერს, სრულიად არაფერს ნიშნავს

რაც შეეხება დნეპრის მარცხენა, სანაპიროს, რუსები გააფთრებული შეტევებით ცდილობენ უკრაინელების მარჯვენა სანაპიროზე გადასროლას, მაგრამ განიცდიან მნიშვნელოვან დანაკარგებს და იხევენ უკან, მაგალითად კრინკის დასახლებულ პუნქტთან. უკრაინელებმა გუშინ რუსების სამხედრო სადესანტო პოლკის აბსოლიტური იმრავლესობა გაანადგურეს

რაც შეეხება რობოტინოსთან ბრძოლებს, ეს ტოკმაკი-მელიტოპოლის მიმართულებაა-ზაპოროჟიეს ოლქი-აქ გრძელდება პოზიციური ბრძოლები

რადგან კვლავ გრძელდება რესპუბლიკელების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერისადმი ბოიკოტი, ამერიკის სამხედრო დახმარება უკრაინისადმი მნიშვნელოვნად შემცირდა, ამ ეტაპზე, რესპუბლიკელებს სურთ უკრაინის მხარდაჭერა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მიაბან და ასე გააჭიანუროინ ეს საკითხი

ვინაიდან მოლაპარაკებები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ამ წუთებშიც გრძელდება, იმედი ვიქონიოთ რომ გადაწყვეტილება დეკემბრის ბოლომდე იქნება მიღებული და დისკუსია ამ თემაზე მომავალ წელს არ გაგრძელდება

დასავლელმა ექსპერტებმა უკრაინელთა წარუმატებელ კონტრშეტევაზე საზოგადოების აქცენტირებისას, თქვეს, რომ ყველას გამორჩა ბოლო თვეებში მომხდარი ისტორიული ფაქტი-უკრაინის სამხედრო ძალების გამარჯვება და დომინირება შავ ზღვაზე

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share