დაიჭერენ თუ არა ტრამპს – შავი ღრუბლები ექსპრეზიდენტის თავზე – “გურიის მოამბეს” მიმოხილვა

იაპონიის მთავრობის უზრუნვლყოფით მსოფლიო ბანკმა უკრაინისათვის სოციალური დახმარების ფარგლებში მილიარდნახევარი აშშ დოლარი გამოყო
ლატვიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისათვის “ირისის” გერმანულ ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებს შეიძენს
ამერიკამ ტანკერების მორიგ პარტიას რომლებსაც რუსეთიდან ნავთობი გადააქვს სანქციები დაუწესა
ამერიკაში განაცხადეს რომ რუსეთს შემოსავლები მომდევნო წლებში მინიმუმ ორჯერ შეუმცირდება
შვეიცარიამ დაახლოებით 9 მილიარდი ევროს რუსული კაპიტალი გაყინა და იწყებს პროცედურას აქტივების უკრაინისათვის გადასაცემად
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში უპრეცენდენტო ე.წ. “აბლავები” დაიწყო-მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ყველა მამაკაცი, როგორც რუსეთის მოქალაქე, ასევე უცხოელიც, ფრონტზე მიჰყავთ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც
მოსამართლე არტურ ენგორონმა ტრამპისათვის  ერთ ერთ წაყენებულ ბრალზე მოსმენები 11 იანვრისათვის დანიშნა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადვოკატების შუამდგომლობა შეწყდეს საქმე და ექსპრეზიდენტს მოეხსნას წაყენებული ბრალი კაპიტოლიუმის შტურმთან დაკავშირებით საპრეზიდენტო იმუნიტეტის გათვალისწინებით
ცოტათიი ადრე ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა რომ პრეზიდენტებს გააჩნიათ იმუნიტეტი სამოქალაქო ბრალდებებთან დაკავშირებით რომელიც მოხდა მათი საპრეზიდენტო ვადის დროს
თუმცა კაპიტოლიუმის შტურმი სისხლის სამართლის საქმეა და შესაბამისად სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა
მოსამართლემ ტანია ჩუტკანმა თავის გადაწყვეტილებაში დაწერა რომ ექსპრეზიდენტებს არ მოეხსნებათ ბრალი და საქმეები არ შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნისას მიუხედავად იმისა რომ დავის საგანი მისი საპრეზიდენტო მოვალეობის დროისაა
ტრამპის ადვოკატები ამტკიცებდნენ რომ წაყენებული ბრალი არღვევს სიტყვისა და გამოხატვის უფლებებს-ადვოკატების თქმით ტრამპს ჰქონდა უფლება ეჭვი შეეტანა არჩევნების შედეგებში და გაეპროტესტებინა ის და აქცენტს ერთერთ კონსტიტუციურ შესწორებაზე აკეთებენ
მოსამართლე ჩუტკანმა უპასუხა ადვოკატებს რომ შესწორება არ იცავს განცხადებას რომელიც დანაშაულის წაქეზებაა და გამოიყენება დანაშაულის ჩადენისათვის
რაც შეეხება ფრონტს იგივე სიტუაციაა, რუსები აგრძელებენ კატასტროფული დანაკარგების ფონზე შეტევებს ავდეევკას მიმართულებით, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, დღეს ამ ქმედებებს არა შეტევა არამედ აქტიური დაცვა უწოდა-უკრაინელები კი მყარად დგანან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და ინარჩუნებენ ინიციატივას
უკრაინელები ნელ ნელა საქმეში ჰაიმარსებს რთავენ
ბოლო კვირის განმავლობაში მარტო ხერსონის მიმართულებაზე უკრაინელებმა ჰაიმარსებით რუსების ჰაერსაწინააღმდეგო “ბუკის” 4 სისტემა გაანადგურეს
ტოკმაკის მიმართულებაზე ერთი “ტორის” სისტემა
ასევე ამავე მიმართულებაზე – რადიოლოკაციური ბრძოლის სამი სისტემა და რამდენიმე იარაღის  საწყობი  და სამხედრო ბაზა
დივერსია ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, კერძოდ სევერომორსკის გვირაბში, ესაა ბურიატიის ტერიტორია .
დავწერ ამ ოპერაციის მნიშვნელობაზე ორ სიტყვით , დაშვებული უფლების ფარგლებში.
ესაა ერთადერთი დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან .
სამიზნე ძალიან მსუყე იყო, ძალიან საჭირო იმიტომ რომ რუსებს სამხედრო თვალსაზრისით ჩინეთი ჩუმად ეხმარება, ხოლო ჩრდილოეთ კორეა ღიად.
აფეთქების ადგილი ზუსტად იყო შერჩეული გვირაბი , იმიტომ რომ ღია ადგილზე რომ მომხდარიყო მას რამდენიმე საათში აღადგენენ, ხოლო გვირაბში ამ აფეთქებას, სადაც ოთხ ადგილზე იყო ნაღმი და მოძრავი ეშელონი აფეთქდა რამდენიმე კვირა დასჭირდება მინიმუმ და აქ დამატებით კიდევ თავად გვირაბის მდგრადობა , სიმყარეა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ.
ამას გარდა მასიურად ტარდება სარელეო დაფების განადგურება სხვა და სხვა რკინიგზის სადგურებზე რომლის გარეშეც მატარებლების მოძრაობა შეუძლებელია , ესაა შუქნიშნები ,ისრის გადამყვანები და ასე შემდეგ.
სხვათაშორის ომის დაწყების პერიოდში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ბელარუსმა პატრიოტებმა როცა ამ დაფების განადგურება დაიწყეს და შეაფერხეს რუსების ლოჯისტიკა.
სბუ როგორც ყოველთვის ძალიან მაგარ შედეგს დებს….კიდევ იქნება სიურპრიზები, ორი კვირის შემდეგ #უილოს დიდი პრესკონფერენცია აქვს სადაც უნდა გამოაცხადოს თავის მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში.
ავდეევკა
ავდეევკის პრომზონა მდებარეობს რელიეფურად სტრატეგიულ სიმაღლეზე, უკრაინული მხარე მაქსიმუმს გააკეთებს რომ ეს სიმაღლე არ დაიკარგოს .კოქსოქიმური ქარხანა არის ოლგარქ ახმეტოვის ინტერსში და რუსი ოლგარქების ინტერესშიც, რუსები თავიდან შეეცადნენ მის დაწვას მაგრამ მიხვდნენ პირველ რიგში თუ მოიწამლება ესაა მათი კონტროლირებადი ტერიტორია მაკევევვა და იასნავატოე.კოქსოქიმიის შემდეგ რუსების პოზიცებამდე არის რამდენიმე ასეული მეტრი ტრიალი მინდორი , ზუსტად ამ ადგილზე ჩაიხოცა ბევრი რუსი, კარგად მუშაობენ 82 და 120 იანი ნაღმტყორცნები. პლიუს ქარხნის ქვეშ არის ძალიან ბევრი გვირაბები და ბუნკერები, ჩათვალეთ რომ პატარა აზოვსტალია. ავდეევკა რომ ალყაში ჩააგდონ მაშინ უნდა აიღონ სოფელი ორლივკა რაც იმ სიმაგრეებიდან გამომდინარე რაც ჩვენ გვაქვს შეუძლებელია.
ძალიან ბევრი ტყვია წამლის მარაგი შევიდა ამ დღეებში უკრაინისთვის, ყველაფერი კარგად იქნება.
წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share