მსახიობი გოგოლა კალანდაძის თქმით, ამ ქყვეყანაში პატრიოტიზმი სამარცხვინო გახდა. ამის შესახებ მან tv პირველთან საუბრისას განაცხადა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აგვისტოს ომის მონაწილეს ბრალდებებს უყენებენ. ჩემთვის სამარცხვინო და სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში პატრიოტიზმი დასჯადი გახდა. მე არამგონია რომ აქ გადმოიყვანონ მგონია რომ უკრაინაში დააბრუნებენ”,- ამბობს გოგოლა კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე.