უკრაინის სამთავრობო დელეგაცია, ვიცე პრემიერ იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, აღუთქვა უკრაინის მხარეს, რომ ამერიკა კვლავაც დაეხმარება უკრაინას, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სფეროშიც, რადგან იციან რომ მოახლოებულ ზამთრის პერიოდში, რუსეთი გააძლიერებს დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე
ამერიკის დაზვერვის ყოფილმა შეფმა, გადამდგარმა არმიის გენერალმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ უკრაინა F-16 ამ ზამთარში მიიღებს
ამერიკამ საავიაციო დარტყმები აღმოსავლეთ სირიის იმ ტერიტორიაზე გაბახორციელა, სადაც ირანის გუშაგთა კორპუსის ბაზებია განლაგებული
ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთ უკრაინის ომს, ინაუგურაციამდე დაარეგულირებს
მისი თქმით, შეწყვეტს ამერიკული რესურსების უსასრულო გადინებას უკრაინაში, ამერიკისათვის იარაღის მარაგის შევსებას კი ევროპელ მოკავშირეებს დააკისრებს
ფინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ისრაელისაგან “დავითის ფარი” – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა – შეიძინა-ამ სისტემას 40 დან 300 კილომეტრ რადიუსში, ნებისმიერი სარაკეტო იერიშის მოგერიება შეუძლია
ფინეთის შიდა ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა, ვილლე ტავიომ განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინის აღდგენის გეგმას, მიმდინარე წლის დასასრულამდე წარადგენს
ფინეთი მხარს უჭერს უკრაინისათვის გაყინული რუსული აქტივების გადაცემას
ფინეთმა მისი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთიდან ველოსიპედებით შემოსვლა, უსაფრთხოების მიზეზით, აკრძალა
15 ნოემბრიდან, ანუ ხვალიდან, კიევის პეჩორის ლავრა, ახალიულიანურ კალენდარზე გადავა და ის შეუერთდება უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელმაც იგივე მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან გააკეთა
ვაიომინგის შტატმა ‘გოლოდამორი” უკრაინელი ხალხის გენოციდათ ცნო, ეს უკვე 32 ე შტატია ამერიკაში, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო
რაც შეეხება ფრონტს უკრაინაში, ცვლილებები მცირეოდენია, ძირითადი ბრძოლები ავდეევკასთან და დნეპრის მარცხენა სანაპიროზეა
უკრაინელები, დნეპრის გადალახვის შემდეგ აგრძელებენ პლაცდარმების გაძლიერებს და სულ უფრო მეტი მძიმე ტექნიკა გადაყავთ დნეპრის მარცხენა მხარეს-რუსები კი კატასტროფული დანაკარგების ფონზე აგრძელებენ უაზრო შეტევებს ავდეევკას მიმართულებით
ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქების თემას “ვაშინგტონ პოსტის” შემდეგ ამჯერად გერმანული “შპიგელი” მიუბრუნდა, თუმცა ამერიკული გამოცემისაგან განსხვავებით, გერმანელი ჟურნალისტები ამ თემაზე აცხადებენ, რომ სიფრთხილეა საჭირო უკრაინაში პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში აზრთა სხვადასხვაობის გამო-საუბარია ერმაკის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) და უკრაინის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი ჩერვინსკი-რომელიც ერმაკს “ვანგერგეიტის” ოპერაციის ჩაშლაში ადანაშაულებდა – ინცინდენტებზე
თუმცა “შპიგელი” “ვაშინგტონ პოსტისაგან” განსხვავებით არ საუბრობს მტკიცებით ფორმაში, არამედ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებას. არა როგორც მომხდარ ფაქტს, არამედ ერთერთ შესაძლო ვერსიად გვთავაზობს
დასავლეთის მონაცემებით უკრაინამ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 70 ათასი ჯარისკაცი დაკარგა
რუსეთმა დასავლეთის ვერსიით 250 ათასი-უკრაინელთა ვერსიით კი 314 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.
აქ მხოლოდ ლიკვიდირებულებზეა საუბარი
ამერიკა იორდანიისაგან 110 მილიონი დოლარის ღირებულების 60 მუხლუხებიან სამხედრო მანქანას გამოისყიდის და უკრაინას გადასცენს
ბრიტანეთმა მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტში უკრაინას გადასცა
82 ათასი ჩაჩქანი
25 ათასი ზამთრის სამხედრო ტანსაცმლის კომპლექტი
10 ათასი ჯავშანჟილეტის კომპლექტი
70 ათასი მშრალი საკვები კომპლექტი
და სხვა
გენერალმა ზალუჟნიმ, სატელეფონო საუბრისას. ამერიკული მხარე, ამერიკის სამხედრო ძალების სარდალი ჩარლზ ბრაუნი, კონკრეტულად ჩააყენა საქმის კურსში. ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ
ნორვეგიულმა ხელისუფლებამ დამატებით 84 მილიონი ევრო გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად, ამჯერად ეს თანხა ჰუმანიტარულ მისიებს მოხმარდება ნორვეგიული პროფილური ორგანიზაციების გავლით
უკრაინაში უპილოტო საფრენო აპარატების წარმოების გაზრდაში დღეიდან სამხრეთ კორეაც ჩაერთვება
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გალანტმა განაცხადა, რომ მას სემდეგ რაც ისრაელმა ქალაქ გაზაზე კონტროლი დაამყარა ჰამასი უკან იხევს და სამხრეთისაკენ გარბის
ხვალ ევროკომისია სანქციების ახალ პაკეტს გამოაქვეყნებს, მათ შორის აღსანიშნავია რუსეთიდან ალმასის გატანის აკრძალვა
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, რათა ამ უკანასკნელმა სასწრაფოდ დაიწყოს პროცედურები, ბალერინა ილზა ლიეპასათვის ლიტვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე=მოგეხსენებათ ბალერინა პუტინითაა ბოლო პერიოდში აღფრთოვანებული
უკრაინელ დეპუტატს ალექსანდრე დუბინსკის, რომელიც ტრამპის მხარეს, 2019 წელს. ეხმარებოდა ჯო და ჰანტერ ბაიდენებზე კომპრომატების მოპოვებაში, ბრალი სახელმწიფოს ღალატის მუხლით წაუყენეს