ინცინდენტი გუშინ წინ, 28 სექტემბერს, ქალაქ ოზურგეთში, “პირველი სავაჭრო სახლის” სავაჭრო ცენტრ “ჩემი მარკეტში” მოხდა.
პიროვნება, რომელიც, სუპერმარკეტის შესასვლელში დამონტაჟებული უკრაინის სახელმწიფო დროშის ჩამოგდებას ცდილობდა და, მის ნაცვლად, რუსეთის დროშის გაკვრას მოითხოვდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადის ყოფილი მაცხოვრებელი, ბადრი ბორჩხაძე აღმოჩნდა.
როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ბორჩხიძე უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა უკრაინელებსა და ქართველებს და როგორც უკრაინელებს ასევე ქართველებს ლანძღავდა:
“თქვენ ქართველები ნაცისტები ხართ, უსაქმურები, მათხოვრები! ჩამოხსენით ეს და სასწრაფოდ აქ რუსული დროშა გააკარით!” როგორც თვითმხილველები გვესაუბრებიან-ამ სიტყვებს გაჰყვიროდა ბორჩხაძე სუპერმარკეტის შესასვლელში.
სუპერმარკეტის დაცვამ და მომხმარებლებმა მას უკრაინული დროშის ჩამოხევის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი საზოგადოების სიტყვიერი შურაცხყოფის ფონზე ადგილს გაეცალა.
“გურიის მოამბეს” ინფორმაციით, ბადრი ბორჩხაძე რუსეთის ქალაქ ტულაში წლებია მოღვაწეობს, ის რუსეთის მოქალაქე და რუსი ბიზნესმენია, მისი მეუღლეც ეროვნებით რუსია და ის საქართველოში იშვიათად ჩამოდის.
დიდი ალბათობით ის ტულიდან მობილიზაციის შიშით გამოიქცა.