გომისმთაზე გარდაცვლილი 24 წლის ვაჟიკო ანდღულაძე დღეს დაკრძალეს. დედას, რომელიც წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო, შვილის გარდაცვალების ამბავს საქართველოში ჩამოსვლამდე უმალავდნენ. ემიგრანტების გვერდი ანდღულაძეების ოჯახის ტრაგედიაზე სამძიმრის წერილს ავრცელებს:
“კუბო ცისკენ მიჰქონდა ოზურგეთში დღეს ყვავილების მდინარეს…))))
ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს მხოლოდ 24 წელი არ იცხოვრა ამქვეყნად….
თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა…
ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა…
თავთან დედა იჯდა მზის ჩაქრობის ამბავი ჯერაც არ ჰქონდა გათვიცნობიერებული..
როგორი ემიგრანტი დედა ყოლია მზეს, “ჩუმი” დარდის “ჩუმად” მატარებელი…
ემიგრანტმა დედამ ცივი პირზე როგორ დაგხედა, როგორ ჩაგაწვინეს მუხის ფერ სასახლეში, და გადაგაფარეს ცივი მანტია, ტუჩებში ფერმკთალად დაგიკარგავს შინდის ფერი უსულო სული, გომის მთა რაღას გერჩოდა ასე რომ გაგყინა ეს უცოდველი….
ღმერთო აცხოვნე ეს ბიჭი და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს… იცოხლოს…
მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო” შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, შენ რატომ არ შეგებრალა შენი ამდენი წლის მონატრებული ემიგრანტი დედა… ვაჟიკო-ვაჟი ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი, კვლავაც 24 წლის იქნები…
ოზურგეთში დღეს ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა” )))) შვილმკვდარ ემიგრანტ დედასთან ვერ მივედი ვერ შევძელი…..
გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ვაჟიკო ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს..
როგორ იტანჯე….
მშვიდათ განისვენე, უკვე უფალთან ხარ…
მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს დედას შორენა ხიმშიაშვილს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ჩვენი ემიგრანტი დედა და განვიცდით ტკივილს მათთან ჩვენც ” შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” მათი ფიზიკური დაშორებისა ხოლო აღვსილნი ვართ იმ იმედით რომ ასეთი ანგელოზები იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფეველში.
მოიხსენეთ ლოცვებში მისი უკვდავი ლამაზი სული.
ღმერთო ძლიერო დაიფარე ყველა დედა შვილის უბედურებისაგან….
ყველა ემიგრანტ დედას ჯამრთელი ჩაახუტე მისი მონატრებული შვილი…. დაიფარე ყველა ემიგრანტი დედა ამ უბედურებისგან…
ნათელში ამყოფოს ვაჟიკოს ლამაზი სული ღმერთმა”-წერია სამძიმრის წერილში.