ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს მახინჯი პრაქტიკა – ნატო მეტონიძე მომღერლების დაბლოკვაზე

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს მახინჯი პრაქტიკა”, – ასე ეხმაურება მომღერალი ნატო მეტონიძე მთავრობის მიერ მომღერლების დაბლოკვას და “შავი სიის” არსებობას.

ნატო მეტონიძის შეფასებით, მსგავსი მიდგომა და მომღერლების გამოყოფა მიუღებელი და ამოუხსნელია.

”ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს – ეს მახინჯი, რაღაც გაუგებარი, ამოუხსნელი პრაქტიკა, რომელიც არ დამთავრდა ამ ქვეყანაში,“ – ამბობს ნატო მეტონიძე.

მომღერლების შავი სია – “ქართული ოცნება” მუსიკოსებს ბლოკავს. ქვეყნის მთავარ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას თბილისსა და რეგიონებში წელსაც მხოლოდ ის შემსრულებებლი მიიღებენ, ვინც მმართველ  პარტიას მოსწონს.

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე – მომღერლების სია ცნობილია. ირკვევა, რომ მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა  718 874 ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიაSmart Event-თან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share