შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამსრომლებს ამ წუთებში, ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, დავით მჟავანაძე ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზაზე გადაყავს.
როგორც “გურიის მოამბეს” “ნაც მოძრაობაში’ უთხრეს, პოლიციამ ნაცემი, საკრებულოს დეპუტატის ექსპერტიზაზე წაყვანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა დარწმუნდნენ, რომ მჟავანაძე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპუირებდა:
“ინცინდენტი გუშინ მოხდა, როცა პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძეს ზონდერები, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თავს დაესხნენ დათოს და ჩვენს თანამოაზრეებს, ჩოხატაურში და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიუხედავად ამისა, პოლიცია არანაირ ქმედით ღონისძიების გატარებას არ აპირებდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ დთო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად დღეს ბათუმში მიემგზავრებოდა, დიდი ალბათობით სატელეფონო მოსმენების შედეგად, მაშინვე დაუკავშირდნენ და ეს გადაწყვეტილება აცნობეს’ – გვითხრა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, თორნიკე გოგუაძემ.
‘არ ვენდობი პოლიციის ექსპერტზას, თუმცა მათთან ერთად გავიარ ყველა პროცედურას, მაგრამ დამოუკიდბელელ ქსპერტიზას და კვლევას მაინც ჩავიტარებ. გაუსაძლისი ტკივილები მაქვს თავის არეში, თავს დღესაც შეუძლოდ ვგრძნობ” – გვითხრა მჟავანაძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა, პოლიციის მიერ, მასზე ფიზიკურ ძალადობაში ეჭვმიტანილი 4 პირის დაკავებაზე:
“ეს მორიგი მასკარადი იქნება, ვითომ დააკავეს, შემდეგ გირაოთი გაანთავისუფლებენ, საქმე კი თაროზე შემოიდება, გირაოს ფულს კი ბიუჯეტიდან მოპარული სახსრებით, თავად შემკვეთი, ვასილ ჩიგოგიძე გადაიხდის” – თქვა მჟავანაძემ.
ცნობისათვის, გუშინ,
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, დავით მჟავანაძეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფიზიკურად ქალაქის ცენტრში, გაუსწორდნენ.
მჟავანაძე ჩოხატაურის საავადმყოფოში, ექსპერტიზაზე იმყოფება.
ინცინდენტი მაშინ მოხდა როცა მჟავანაძე ტანამოაზრეეთან ერთად სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ, თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა.
“ნაციონალების” განცხადებით, მას თავს, პარლამენტარ, ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება, დაესხა, რომელსაც ადგილობრივი ლაშა გიორგაძე ხელმძღვანელობდა.