“ნაციონალური მოძრაობა” ჩოხატაურში ფართომასშტაბიან აქციებს იწყებს

დღეიდან, დაბა ჩოხატაურის ცენტრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ პარკში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ აღნიშნული პარკის გადასარჩენად ფართომასშტაბიან და გრძელვადიან აქციებს იწყებს:

არ მივცემთ ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გაქსუებულ რუსეთუმე ვასილ ჩიგოგიძეს ნოდარ დუმბაძის პარკის “მოპარვის” შესაძლებლობას, დღეს, პირველ საატზე შევიკრიბებით ჩოხატაურში და ვიწყებთ გრძელვადიან ფართომასშტაბიან აქციებს.” – გვითხრა ოპოზიციის ადგილობრივმა ლიდერმა, ბესო ქატამაძემ.

მისივე თქმით, აქციები იქნება საინფორმაციო ხასიათის, დარიგდება ბუკლეტები და ვასილ ჩიგოგიზეს ფარულ ზრახვებს ფარდა აეხდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share