გუშინ, ჩოხატაურში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები,ადგილობრივი პარლამენტარის, ვასილ ჩიგოგიძის დავალებით, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც ენმ-შო ამბობდნენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პარტიის წარმომადგენელი, დავით მჟავანაძე, თანამოაზრეებთან ერთად, სკვერში ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 4 პირი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.