თბილისში, ცივი იარაღით, სამი პირი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ცივი იარაღით, სამი პირი დაჭრეს – შემთხვევა დიდუბის მეტროსთან მოხდა.

დაშავებულებიდან ორი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ერთი კი ქირურგიის ცენტრში გადაყვანეს.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შსს-ს პრესსამსახური ინფორმაციას ამოწმებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share