შემთხვევა დღის 3 საათზე მოხდა.
გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობმა ორმა პირმა ბენზინგასამართის თანამშრომელს თანხა გამოსძალა და მიიმალა.
თავდამსხმელები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. თანხის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა.
—