დაპირისპირება იყო თბილისში, სოფელ დიღომში – დაჭრილია კონფლიქტის 4 მონაწილე. გავრცელებული ინფორმაციით, გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, საქმის გარჩევას კი მოგვიანებით სროლა მოჰყვა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.