რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე გამთენიისას მოხდა. რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და მსხვერპლით დასრულდა.
ერთ-ერთი მათგანი ცივი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს.