სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კერძო სამედიცინო კლინიკის 4 ექიმი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა – მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღება.
“გამოძიებით დგინდება, რომ შპს “მე-4 პოლიკლინიკის” დირექტორი, შპს “მე-4 სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს “ოჯახის მკურნალის“ ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი”
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო