არ შეგეშინდეს ადამიანო! თუ ახლა, ამ წუთას თავს მარტოდ გრძნობ, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, ვინც მარტოობას არ გაგრძნობინებს. ვინც მძიმე წუთებს ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებს. ვინც გასაჭირში არ მიგატოვებს. ვინც დახმარების ხელს გამოგიწოდებს, წაქცეულს წამოგაყენებს. თუ ფიქრობ, რომ მზე აღარ გამოანათებს და სიბნელე სამუდამოდ გაგრძელდება, ცდები. ღამეს ყოველთვის ცვლის დღე. ყოველი ახალი წამი, ძველის დასასრული და ახლის დასაწყისია. დაღმართს ყოველთვის აღმართი მოჰყვება. მაშ ასე, გაიღიმე ადამიანო! შენთვისაც აუცილებლად გათენდება და ამოვა მზე.
თეა მანგოშვილი