ილია II-სთან ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრე – კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ცნობით, საპატრიარქოში პატრიარქ ილია II-ს შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

“დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ვესტუმრე. ვისაუბრეთ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე”, – წერს კობახიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share