”ჩემი დაკვირვებით, ჩემი პატიმრობა პირიქით, ამომრჩევლის მობილიზაციას ახდენს. არაეფექტური და მორალურად გაუმართლებელი იყო, სხვა ქვეყნის, თუნდაც ჩემთვის მშობლიურად ქცეული უკრაინის კომფორტიდან და დაცულობიდან შენს ხალხს მოუწოდო, ქვეყანა არ დატოვონ და არსებობისა და ქვეყნისთვის ბოლომდე იბრძოლონ.
მე სულიერად უფრო ძლიერად და მხნედ ვარ, ვიდრე წინა ბევრი წლის განმავლობაში. ნავალნის არ იყოს, მე თავი გავწირე და პრაქტიკულად, ФСБ-ს ჩავუგდე თავი ხელში. მაგრამ, საქართველოში მთავარი ქართველი ხალხია და ის თავის თავსაც გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც”