“ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ, ქვეყანას თუ არ დაანგრევთ” – ამ სიტყვებით მიმართავს “ოცნების” ხელისუფლებას ნიკა გვარამია.
გვარამიას თქმით, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება და პოლიტიკური შურისძიება არ უნდა მოჰყვეს ცვლილებებს.
”ჩვენ უნდა შევცვალოთ ყველა ვარიანტში, არ შეიძლება მართლა გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც დგას ორ შიშზე – ომის შიშსა და სირცხვილის შიშზე და ამუნათებს ადამიანებს ამ ორი შიშით. შიშზე მოლაპარაკე კაცები, რომლებიც ქალების კვოტებს აუქმებენ, უცნაურად გამოიყურებიან, საკუთარ შიშებს ჩაუღრმავდნენ, ყველანაირს, მათ შორის სამართლებრივი პასუხისმგებლობით და მე აქვე შემიძლია, ვუთხრა, ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ, ქვეყანას თუ არ დაანგრევთ, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება ეს – ვიცით ყველაფერი თქვენზე, მაგრამ არავინ არ დაგიჭერთ, ქვეყანას სჭირდება, რომ ტრანსფორმაცია ხელისუფლების მოხდეს მშვიდობიანად – ეს გვჭირდება და ევროკავშირის წევრობა,” – ამბობს გვარამია.