“ახალი კანონმდებლობა ჩაახშობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”, – ამის შესახებ Human Rights Watch X-ზე წერს და “ქართული ოცნების” მიერ “გამჭვირვალობის კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება. ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ “შემოგვთავაზა ახალი კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ, რომელიც პირდაპირ რუსული სპექტაკლიდანაა”.
ორგანიზაცია აქვეყნებს სტატიასაც, სადაც წერს, რომ აღნიშნული კანონი გასულ წელს მასშტაბური პროტესტის ფონზე გაუქმდა, მის მიხედვით კი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დამატებითი შემოწმების გავლა და შეზღუდვები მოუწევთ. ორგანიზაცია წერს იმასაც, რომ “ეს ნაბიჯი სარისკოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით”.