საფეხბურთო კლუბი დინამო რუსული კანონის მიღების მცდელობებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია. განცხადებას კლუბი სოციალური ქსელით ავრცელებს.
“ჩვენი ევროპული მომავალი – ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს.
ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ.
ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!” – ვკითხულობთ ფეისბუქ პოსტში.