საქართველოს ყოფილი პირველ ლედის მაკა ჩიჩუას “ქართულ ოცნების” პროპაგანდის არ სჯერა.
ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ქართველი ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯს დგამს, რუსეთი ტაშს უკრავს, ამიტომ, მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებები სარწმუნო არ არის.
ამის შესახებ მან ეკა მიშველაძის “საჯარო პოლიტიკაში” ისაუბრა.
ყოველ დღე, ყველანაირ სისაძაგლეს ველოდები, არ გამკვირვებია კანონის შემობრუნება – თქვა მაკა ჩიჩუამ “ტვ პირველის” ეთერში.
”მინდა მივმართო „ოცნების“ ამომრჩეველს, მართალია, ძალიან მწირია, მაგრამ რისი თქმა მინდა… ხომ ამბობს „ქართული ოცნება“, რომ „ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ჩვენ გვინდა ევროატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება, ეს არის ჩვენი გზა და რატომ გვაბრალებთ, ეს კანონი ევროპულია და არა რუსული და ა.შ… აი, ნახეთ, როგორი რამეა: როგორც კი რუსეთის დაკვეთას და იქიდან გადმოგდებულ რაღაცას აიტაცებს ჩვენი ხელისუფლება, იქიდან მომენტალურად ტაშია. რანაირად უნდა ვირწმუნო? ყოველ პუნქტში, რასაც ნაბიჯს დგამენ, ყველაფერი არის საწინააღმდეგო” – ამბობს მაკა ჩიჩუა.