“ხელისუფლებას და მის მხარდამჭერ ოპოზიციას ამომრჩევლის მხოლოდ 30% ენდობა”

 “ხელისუფლებას და მის მხარდამჭერ ოპოზიციას ამომრჩევლის მხოლოდ 30% ენდობა”,- წერს  სოციალურ ქსელში ექსპერტი და თეოლოგი გოჩა მირცხულავა.
ის, რაც დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ხდება დემოკრატიის თამაშია და ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი შეხება არ გააჩნია.
დემოკრატიის პრინციპის იგნორირებაზე ქვემოთ მოგახსენებთ და ახლა პირდაპირ ფაქტებზე – ანუ რიცხვებზე გადავალ. აქვე აღვნიშნავ – ყველაზე საგანგაშოა საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით პოლიტიკურ ძალებს, დეტალების გააზრება რომ გვიჭირს.
მივყვეთ რიცხვებს და ფაქტებს, რომლებიც არ ტყუიან. (თავი დავანებოთ იმას არჩევნები გაყალბდა თუ არა). ცესკო გვეუბნება, რომ 31 ოქტობრის არჩევნებისთვის მის მიერ დაფიქსირებულია 3 511 853 ამომრჩეველი. (აქაც თავი დავანებოთ გარდაცვლილებს, სიებში გაორებებსა და „გამორჩენილებს“). ასევე გვითხრეს (შემაჯამებელი ოქმით), რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 992 891-მა ამომრჩეველმა, ანუ საერთო ამომჩრევლის 56,7 პროცენტმა.
შედეგად მივიღეთ სტატუს-ქვო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს არა 48%, არამედ მოსახლეობის (საერთო ამომჩევლის) – 27,96%.
პარლამენტში ასევე წარმოდგენილნია ბიზნესმენების ჯგუფი და არა პოლიტიკური პარტია („პატრიოტებზე“ ვსაუბრობ), – რომელსაც მხარს არ უჭერს, მაგრამ მივაწეროთ პატრიოტების ხმები – საერთო ამომჩევლის 1,72%.
დიდი ჭმუნვის შემდეგ, ასევე პარლამენტშია ორი „მოქალაქე“ – ამომრჩევლის რეალურად 0.72 პროცენტიანი ნდობით.
ანუ, გამოდის, რომ დღეს (!) წესებს და კანონებს გვიდგენენ პოლიტიკური ძალები, რომელთაც მოსახლეობის (დავკოკრეტდები, საერთო ამომჩევლის) მხოლოდ 30,4% ენდობა.
იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში შევა „გირჩი“, რომელმაც სამართლიანობისთვის უნდა აღიაროს, რომ ხმები მეტწილად ექსლიდერის ხარჯზე მიიღო, 30.4%-ს დაემატება გირჩის 1,58%, რაც ჯამში 31,98% იქნება.
ახლა მავანი მკითხავს, ან გულში ჩაეცინება – რატომ ავცდი კანონს და ვითვლი ამომრჩევლის საერთი რაოდენობიდან? იმიტომ, რომ ცხადია, ( 3 511 853 – 1 992 891=) 1 518 962 (43,3%) ამომჩეველი არ ენდობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას, სხვა შემთხვევაში ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ.
ახლა მითხარით, თუნდაც დემოკრატიის პრინციპის გათვალისწინებით, რომელ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში და თუნდაც იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში, აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის სახელით? არც ერთს! მათ აქვთ უფლება რეალურად ისაუბრონ მხოლოდ საკუთარი ამომჩევლის სახელით.
ასევე მითხარით, ამ პირობებში აქვს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მეგობარ სახელმწიფოებს იმის უფლება, ვინმეს რამე მოუწოდონ და აპრიორი დაასკვნან რა არის უკეთესი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის?
ახლა დემოკრატიის სხვა ნორმას შევხედოთ – ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ საქართველოს პარლამენტში და აცხადებენ, რომ მათთვის მისაღებია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებების საფუძველზე ის რეფორმები, რომლებიც უნდა გატარდეს – ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. მაგრა აქ არის მთავარი კითხვა, ასეთ შემტხვევაში ისინი ხელისუფლების პარტნიორები არიან და რატომ პოზიციონირებენ კვლავ ოპოზიციის ფლანგზე? თუ მათთვის პარლამენტში მოხვედრის ძირითადი პრინციპებს „ქართული ოცნება“ აკმაყოფილებს, მაშინ მათი ყოფნა ოპოზიციაში არის ბლეფი და ისინი რეალურად „ქართული ოცნების“ კოალიციის ნაწილი არიან. ვიმეორებ – თავად მათივე განცხადებით, არ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება იდეოლოგიურ კონტექსტში და უფრო მეტიც, „ოცნება“ აკმაყოფილებს მათ მთავარ მოთხოვნებს, რისთვისაც სურდათ პოლიტიკაში ყოფნა და პარლამენტში მოხვედრა. ამ პირობების გათვალისწინებით, ქართველ პოლიტიკოსებს (ევროპელ სოციალისტებს და მოქალაქეებს), ანუ პარლამენტში შესულებს, პოლიტკური გამჭრიახობა, რომ ჰქონდეთ, მათ მინისტერების პორტფელებიც უნდა მოეთხოვათ. მაგრამ აქ სავარაუდოდ „მორალური“ ასპექტები უფრო ჭარბობს, ვიდრე პოლიტიკური გამჭრიახობა. ამის მიუხედავას, მე ვერ ვიმკითხავებ – ინჯიას რამდენი ჩამოაწერეს ვალი ან რა ბონუსებს შეპირდნენ, რითი დააშანტაჟეს თუ მოხიბლეს ელეისაშვილი. ეს არ არის ჩემი საქმე. მე ვხედავ პროცესს, როდესაც ამ ორი პილიტიკური ძალისთვის და სავარაუდოდ გირჩისთვის ხელისუფლებასთან ფუნდამეტალურ და მათთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არის შეთანხმება. შესაბამისად, მათი ყოფნა ოპოზიციაში არის ბლეფი და ისინი რეალურად „ქართული ოცნების“კოალიციის ნაწილი არიან. ის, რომ რომელიმე მათგანი „ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამა თუ იმ კანონს არ დაუჭერს მხარს ან ექნება კრიტიკული მოსაზრება თუ განცხადება – არაფერს ცვლის. მასე, „ოცნების“ წევრებიც არ უჭერენ მხარს ცალკეულ საკითხებს და თავს იკავებენ კენჭისყრებში მონაწილეობისგან.
შესაბამისად, არაჯანსაღია პროცესი, რომელსაც საფუძველში უდევს ტყუილი. რეალობაა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია არ არის და ვინც ოპოზიციის სახელით პოზიციონირებს ხელისუფლებასთან კოალიციაში იმყოფება. ეს ცუდია თუ კარგი, ამაზე არ ვმსჯელობ. ვმსჯელობ იმაზე, რომ დანარჩენ 70%-ში, ან გნებვთ, 43,3%-ში, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, ყველა იდიოტი არ არის, როგორც ამის წარმოჩენა სურთ სახელმწიფოს მმართველ – 30%-იანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ძალებს.
შეგონება:
1. 30% ძალიან დაბალი მაჩვენებელია მიმდინარე და სამომავლო პოლიტიკური პროცესების სწორად შესაფასებლად და მით უფრო სამართავად.
2. 30% ძალიან დაბალი მარჩვენებელია რომ ვინმემ განცხადებები აკეთოს საქართველოს მოსახლეობისა და მით უფრო, ქართველი ხალხის სახელით”.-წერს  მირცხულავა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share