გუშინ ოზურგეთში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან, ინგლისური კოკერ-სპანიელის ჯიშის 6 თვის ლეკვი მოიპარეს.
საპატრულო პლიციამ, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოირო, საიდანაც ირკვევა რომ ლეკვი, ახალგაზრდა გოგომ მოიპარა.
შემთხვევა შუაღის 12 საათზე მოხდა. როგორც ლეკვის პატრონი ნინო მამალაძე “გურიის მოამბესთან” ყვება, ლეკვი სულ მაღაზიაში ყავდა და უყურადღებოდ არასოდეს დაუტოვებია.
“აქ ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობ, შვილივით ვზრდი, აქ მომყავს ყოველ დღე. ორი წუთით გამოვიდა გარეთ და მომპარეს. მივმართე პოლიციას, გამოძიება დაიწყეს. როგორც პატრულ ინსპექტორმა მითხრა, ამოიღეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ მიყავს ჩემი ლეკვი ახალგაზრდა გოგოს. იმედია მალე მიაგნებენ და დამიბრუნდება ჩემი ბიბი.”- გვითხრა ლეკვის პატრონმა.
შს-მ გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.