პლანეტის სამხრეთპოლარულ კონტინენტ ანტარქტიდის ერთ-ერთი აქტიური ვულკანი, რომლის სიმაღლეც 12,448 ფუტს აღწევს, ატმოსფეროში ყოველდღე 6 ათასი დოლარის ოქროს აფრქვევს. ინფორმაციას The New York Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერებუსის მთა, დესეპშნის კუნძულთან ერთად, ანტარქტიდის 138 აქტიური ვულკანიდან ერთადერთია, რომელიც ყოველდღიურად ატმოსფეროში 80 გრამ კრისტალიზებულ ოქროს შემცველ გაზს გამოყოფს.
ძვირადღირებული მტვრის არსებობა ლავის ამოფრქვევიდან 621 მილის დაშორებით დაფიქსირდა.
ცნობისთვის: ერებუსი, სულ მცირე, 1972 წლიდან უწყვეტად იფრქვევა. ის, ასევე, ცნობილია იმით, რომ მის ერთ-ერთ მწვერვალ კრატერში ”ლავის ტბაა,” რომელიც ზედაპირზე გამდნარი მასალისგან წარმოიქმნება. მეცნიერების შეფასაბით, ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან მეტად სპეციფიკური პირობები არის საჭირო იმისთვის, რომ ზედაპირი არასდროს გაიყინოს.