დამიზნებით რეზინის ტყვიის სროლის შედეგად აქციის მონაწილე დაშავდა

წყლის ჭავლი და საპოლიციო ძალების მობილიზება რუსთაველზე – გამზირს აქციის მონაწილეებისგან ცლიან. რუსთაველის გამზირი, ფაქტობრივად, სამართალდამცავების ალყაშია მოქცეული.

ისე დაიწყეს დარბევა მოქალაქეების, რომ გამაფრთხილებელი სიგნალი რამდენიმე წამით ადრე გაისმა.

შსს-ს დამატებითი ეკიპაჟები შემოჰყავთ რუსთაველის გამზრიზე. კადრებში ჩანს შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში რეზინის ტყიებს ისვრიან მოქალაქეების წინააღმდეგ.

მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრიან – გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ. სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share