შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმი მომედებაში მოიყვანა – რამდენიმე წუთის წინ, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც. მანამდე რამდენჯერმე გამოიყენეს წიწაკის სპრეი. “პირველების” კამერამ გადაიღო ფაქტი, როგორ გამოიყენეს რეზინის ტყვიებიც.
სპეცრაზმმა არაერთი მომიტინგე სასტიკად სცემა.