“50 წელია ერთად ვართ, თემურ წიკლაური ვაჟკაცი კაცია. გოგონებს ვურჩევ, მუცლადყოფნის დროიდან თემურის სიმღერები მოასმენინეთ, ვაჟკაცი შვილები გაგეზრდებათ, პატრიოტები. თემურის სიმღერების მოსმენისას ხშირად ეტირებათ, დაე იტირონ, ეს მათ ასუფთავებს. მეორედ მოსმენისას კი, უდიდეს ენერგიას იგრძნობენ”, – ამბობდა თმურ წიკლაურის მეუღლე ლილი ზღვაური გადაცემა ‘სკანერში”, რომელიც ჟურნალისტმა 2015 წელს ჩაწერა.
მომღერალი უკანასკნელ გზაზე გუშინ გააცილეს. მას მისი მეგობრები, ბესო ვერულაშვილი და ვახტანგ ტატიშვილი იხსენებენ:
“დავკარგეთ კაცი, რომელიც სამაგალითო იყო გინდა ჩვენთვის და გინდა ყველასთვის”-ანსამბლ ‘ივერიას” წევრი ვახტანგ ტატიშვილი.
“წავიდა კაცი, რომელიც აღარ განმეორდება, მსგავსიც კი არ არის არავინ. ადამიანი, რომელიც იყო პატარასთან პატარა, დიდტან დიდი. სასწაული მეგობრობა იცოდა”-აღნიშნა ბესო ბერულაშვილმა.
საესტრადო მომღერალი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური გუშინ დაკრძალეს, ის უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.